LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი თებერვალში სცენაზე ბრუნდება (ფოტო)

690

ინტერნეტში გამოჩნდა სელინ დიონის პირველი ფოტოები ქმრის, რენე ანჯელისა და ძმის, დენიენ დიონის გარდაცვალების შემდეგ. მომღერალი შვილებთან ერთად ლას-ვეგასში საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა და ის მეგობრებმა გააცილეს.

ამავე დროს  People ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრემის მფლობელი მომღერალი თებერვალში სცენაზე ბრუნდება. მისი პირველი კონცერტი 23 თებერვალს ლას-ვეგასში იგეგმება. როგორც წყარო ამტკიცებს, ეს იყო რენე ანჯელის დიდი სურვილი, რომ სელინ დიონი სცენაზე დაბრუნებულიყო. ბოლო დროს მომღერალმა კარიერაზე უარი თქვა და მთელ დროს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ატარებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები