LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი „ტიტანიკის“ ცნობილი ყელსაბამით გამოჩნდა (ფოტო)

391
selinlovesparis

სელინ დიონი „პარიზული მოდის კვირეულის” ყველაზე ხშირი სტუმარია. წელს მომღერალმა ყურადღება მრავალფეროვანი ანსამბლებითა და უცნაური ლუქებით მიიქცია. ამჯერად 51 წლის ვარსკვლავი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი უცნაური სამოსით გამოჩნდა. მან მაისურს წარწეით Paris I Love You დიდი ზომის პიჯაკი და მინი-ქვედაბოლო შეუხამა. ანსამბლს კი სამკაულის სახით „ტიტანიკის“ გულის სამკაული ამშვენებს.

ეს გულის ფორმის ის სამკაულია, რომელსაც ლეგენდარული ფილმის გმირი, როუზი ოკეანეში გადააგდებს. ადრე დიონი მაისურითაც გამოჩნდა, რომელზეც  ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი იყვნენ გამოსახული.

ცნობილია, რომ ფილმი დიონს ძალიან უყვარს, რადგან სწორედ ამ კინოსურათში შესრულებული ჰიტისთვის My heart will go on მას „ოსკარი“ გადაეცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g