LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონის მეუღლის პანაშვიდს უამრავი ადამიანი დაესწრო (ფოტო/ვიდეო)

183

14 იანვარს გარდაცვლილი რენე ანჯელილი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. სელინ დიონის გადაწყვეტილებით, მონრეალის ღვთისმშობლის ბაზილიკა ყველა მსურველისთვის გაიღო. ამდენად დიონის ფანებსა და გულშემატკივრებს მიეცათ საშუალება პირადად მიესამძიმრებინათ საყვარელი მომღერლისთვის. დაკრძალვა პარასკევს შედგება და მას რამდენიმე არხის პირდაპირ ეთერში გადასცემენ. იქამდე კი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ტაძარში მსურველების ნაკადი არ წყდება. People magazine-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს შავებში ჩაცმული სელინ დიონი, რომელიც იღებს სამძიმარს. მას თან ახლავს რენე ანჯელილის ქალიშვილი და ვაჟი, რენე-ჩარლზი რომელიც წყვილს საერთო ქორწინებიდან ჰყავს. პანაშვიდზე გამოჩნდა სელინ დიონის 88 წლის დედა ტერეზა დიონიც, რომელიც ასეევ ვაჟის დენიელ დიონის გარდაცვალებას გლოვობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სელიონ დიონის გადაწყვეტილების შესახებ. „გრემის“ მფლობელი მომღერალი მეუღლის ბოლო სურვილს ასრულებს და თებერვალში სცენაზე ბრუნდება. მისი პირველი კონცერტი ლას-ვეგასში სწორედ თებერვლის თვეშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები