LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონის ქმარი, პროდიუსერი რენე ანჯელილი გარდაიცვალა

388

14 იანვარს 74 წლის ასაკში  სელინ დიონის ქმარი, ცნობილი პროდიუსერი რენე ანჯელილი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

გასული წლის ბოლოს კონცერტზე დიონმა განაცხადა, რომ ქმართან ერთად ბოლო შობის შესახვედრად ემზადებოდა. ანდელილს დაავადება დიდი ხნის წინ დაუდგინდა, ეს უკვე მესამე რეციდივი იყო და განკურნება შეუძლებელი გახდა.

სელინ დიონმა კონცერტების გამართვაზე უარი თქვა და მუდმივად ქმართან ერთად იყო, თუმცა 1 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება კვლავ გაემართა ტური.

„არ მინდოდა, მაგრამ ეს მე მჭირდება. ნუ გამიგებთ არასწორად, მიყვარს, როცა ხალხისთვის ვმღერი, მაგრამ მე პრიორიტეტებიც მაქვს. ახლა ვცდილობ დავუმტკიცო ჩემს ქმარს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებ, შვილებზე მარტომაც ვიზრუნო,“ – განაცხადა დიონმა.

მომღერალმა რენე ანჯელლი 12 წლის ასაკში გაიცნო. თავდაპირველად ანჯელილი მისი მენეჯერი იყო, შემდეგ პროდიუსერი, საბოლოოდ კი – ოჯახი შექმნეს. წყვილს 3 შვილი ჰყავს, 14 წლის რენე-შარლი და 5 წლის ტყუპები, ნელსონი და ედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები