LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სემ სმიტისა და მისი მეგობარი მამაკაცის დასვენება მექსიკის სანაპიროზე – პაპარაცული ფოტოები

990
page

სემ სმიტი პაპარაცებმა მექსიკაში, სანაპიროზე დასვენების დროს დააფიქსირეს. 33 წლის მუსიკოსს თან მეგობარი მამაკაცი ახლდა, რომელიც მასზე გამუდმებით ზრუნავდა და სხეულზე მზისგან დამცავ საცხსაც უსვამდა.

ცნობისთვის, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა ამ დღეებში მექსიკაში მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ღონისძიებაში Girls Just Wanna Weekend 7. მანამდე კი მან ნიუ-იორკში თავისი ტურნეს, To Be Free ფარგლებში, კონცერტი ჩაატარა.

„მე 13 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია მკერდზე, რადგან ის იზრდებოდა“ – სემ სმიტის შოკისმომგვრელი აღიარება ემოციური ინტერვიუში

ცნობისთის გასული წლის ბოლო სმიტი პოდკასტს, Podcrushed სტუმრობდა. 33 წლის მომღერალმა გულწრფელად გაიხსენა რთული გამოცდილება, რომელიც მას ბავშვობაში, მხოლოდ 13 წლის ასაკში გადახდა.

მომღერალმა გულახდილად ისაუბრა ლიპოსაქციის გაკეთების შესახებ და იმ მძიმე პერიოდზე, როდესაც გამუდმებით თანატოლების დაცინვის ობიექტი იყო.

„მე 13 წლის ასაკში გავიკეთე ოპერაცია მკერდზე, რადგან ის იზრდებოდა. ამის მიზეზი ბევრი რამ იყო. თუმცა ყველაზე მტკივნეული იყო დაცინვა. ვერ ვცურავდი აუზში, გასახდელში გამოცვლა კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ამიტომ გადავწყვიტე ლიპოსაქცია გამეკეთებინა“, – აღნიშნა სემმა.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მშობლები ოპერაციის გაკეთებას მხარს უჭერდნენ. სემის თქმით, სწორედ სხეულის აღქმა იყო ის, რაც ბავშვობაში ყველაზე დიდ ტკივილს აყენებდა.

მოდური „გაშრიალება“ შეყვარებულთან ერთად და „ვივიენ ვესტვუდის“ ჩექმა – სემ სმიტის უახლესი გამოჩენა

სემ სმიტი ლონდონის ქუჩებს ექსტრავაგანტური ჩაცმულობით იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები