LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორებს ასე მაშინ რომ ესაუბრათ, როცა ხელისუფლებაში ვიყავი, მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, ხელისუფლება ბოლომდე დალპა: სააკაშვილი

68
მიხეილ სააკაშვილი

“მე როცა ვიყავი საქართველს ხელისუფლებაში, მაშინ რომ ამერიკის სენატს ასე ესაუბრა, როგორც გუშინ, ძალიან, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი და მეცოდინებოდა, რომ ძალიან შავად გვაქვს საქმე, როგორც ქვეყანას და როგორც ხელისუფლებას”, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს სენატში საქართველოს შესახებ მოსმენებს აფასებს და ამბობს, რომ მოსმენამ ძალიან დიდი ოპტიმიზმით აავსო, რადგან აბსოლუტურად​ ზუსტი მესიჯები გაჟღერდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ კონკრეტული ზომები და კონკრეტული სანქციები უნდა გამმოიყენონ:

“ესენი რომ არ იმჩნევენ და უტიფრად შავზე ამბობენ თეთრს და პირიქით, ეს არაფერს არ ნიშნავს, თვითონ ხომ იციან, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე!

ეს არის ის ხალხი, ვინც იყო მოწმე როგორ გადავაბარე მშვიდობიანად ძალაუფლება პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად საქართველოს ისტორიაში.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ლაპარაკობენ უფრო დიპლომატიურად… მაგრამ საბოლოო ჯამში არსი არის ერთი – ხელისუფლება ბოლომდე დალპა!

ივანიშვილის და სხვა მისი დამქაშების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული ზომები კონკრეტული სანქციები – ასეთი სანქციები გამოყენებული იქნა მოლდოვას ოლიგარქ პლახატნიუკის მიმართ, ასეთი სანქციები გამოყენებულია უკრაინაში კორუფციულ სქემებში ჩართული ოლიგარქების მიმართ, რუსების მიმართ.

გუშინდელმა მოსმენამ სენატში ძალიან დიდი ოპტიმიზმით ამავსო და ვარ ძალიან კმაყოფილი, აბსოლუტურად​ ზუსტი მესიჯები იყო”. – წერს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანას უცხოეთის დახმარებითაც, თუმცა ძირითადად შიდა ძალებით, კრიზისის დროულად გადალახვა და საზოგადოებასთან ერთად ძალიან თამამად წინსვლა სჭრიდება.

შეგახსენებთ, 23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე იმსჯელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები