ადამიანებს, რომლებმაც თითქმის სრული სიბრმავის გამო შეწყვიტეს კითხვა, სახეების ამოცნობა და სივრცეში ორიენტირება, ახლა ახალი იმედი გაუჩნდათ. სიახლის შესახებ BBC წერს.
პრაღის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმებმა მაკულოდისტროფიით დაავადებულ პაციენტებს მინიატიურული ტელესკოპების იმპლანტაცია დაუწყეს.
ეს დაავადება, რომელიც ასაკში იწყება, ადამიანს მხედველობის 70-80%-ს უკარგავს. ჩეხი ექიმების გამოგონება კი თვალისჩინის დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.
„ტელესკოპი“ არ არის მეტაფორა, არამედ სპეციალური კამერის ოფიციალური სახელწოდებაა, რომელიც ჩვეულებრივი ტელესკოპის პრინციპით შეიქმნა. იმპლანტანტი, რომელიც ერთ თვალში თავსდება, შედგება ორი ძლიერი ლინზისგან, რომელთა შორის კამერაა დამონტაჟებული. ის საჭიროა ლინზების ოპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ დაიცვას ტელესკოპი, რომელიც თვალის შიდა სითხეში „ცურავს“.
იმპლანტანტს მხოლოდ ერთ თვალში სვამენ, ამიტომ პაციენტებს ხედვის ახალ მეთოდთან შეგუება დიდხანს მოუწევთ; ფაქტობრივად, ტვინმა თავიდან უნდა ისწავლოს გამოსახულების დამუშავება.