„სექსი დიდ ქალაქში“ ეკრანებს უბრუნდება, ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. თუმცა, ყველასათვის საყვარელი სერიალის გმირები არასრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი.
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმს კიმ კეტროლი გამოაკლდება. ის სერიალში მონაწილეობას აღარასდროს აპირებს, ამის მიზეზი კი სარა ჯესიკა პარკერთან უთანხმოებაა. როგორც ჩანს, გოგონებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სარა ჯესიკა პარკერმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სერიალი მათთვის ცხოვრებასავით იყო და ის ფაქტი, რომ კიმმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, მისთვის ძალიან სამწუაროა.
„ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო და გულსატკენია, სერიალი მე სულ სხვანაირად მახსენდება“, – განაცხადა პარკერმა.
შეგახსენებთ, პირველი სეზონი 1998 წელს გამოვიდა, უკანასკნელი სერია კი 2010 წელს ვიხილეთ. ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.