LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური მოზიდვა: ტურისტებს პორნო ვარსკვლავი იწვევს

42

ტურისტულმა ვიდეომ, რომელშიც მთავარ როლს პორნო ვარსკვლავი ასრულებს, იაპონიაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. გამოცემა “The Japan Times”-ის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მიუღებელი რეკლამა მიაგის პრეფექტურაში გადაიღეს და მას რეგიონის პოპულარიზაცია ევალებოდა. თუმცა, უამრავი საჩივრის შემდეგ ხელისუფლებამ მისი წაშლა გადაწყვიტა.

იაპონელების აზრით, რგოლი სექსისტური, ამორალური და შესაბამისად, სრულიად მიუღებელი იყო.
საქმე ისაა, რომ რეკლამის მთავარი გმირი მსახიობი – დან მიცუა და მისი რეპლიკები სექსუალურ ხასიათს ატარებს. რეგიონის გუბერნატორი კი დარწმუნებულია, რომ უჩვეულო იდეამ გაამართლა და ტურისტთა შემოდინება რამდენიმე პროცენტით გაიზარდა.

https://youtu.be/X9Gkus1V6wA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები