LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი – კანონის ამოქმედებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევები

231
Harassment

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.

“აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების მომზადების გზით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს განმარტებით, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

„იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, – მოუწოდებს უწყება მოქალაქეებს.

 

ნახეთ ამ თემაზე: კომპლიმენტებიდან შეურაცხყოფამდე – სექსუალურად შევიწროებული კაცები და ქალები [ვიდეო]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g