ბოლო დროს, სერენა უილიამსი სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობილი გამოცემების ფურცლებზე და საბაბი იშვიათად არის ჩოგბურთი. 2017 წლის სექტემბერში მას და ალექსის ოჰანიანს ქალიშვილი, ოლიმპია შეეძინათ. ნოემბერში მათ იქორწინებას და უკვე მიმდინარე წლის მარტში სპორტსმენი კორტზე დაბრუნდა. სწორედ ამ ყველაფერს შეეხება ახალი დოკუმენტური ფილმი სერენას შესახებ.
„იყო სერენა უილიამსი“ – ასე ერქმევა სერიალს, რომელიც 5 სერიისგან შედგება. ამ დღეებში მისი კი პირველი ტრეიელრი გამოქვეყნდა.
პირველი ეპიზოდის ჩვენება 2 მაისს იგეგმება.