„უკრაინაში NATO-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.
მარია ზახაროვა: არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში
„არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს.
„სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“ – დონალდ ტრამპი
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების მეშვეობით აწარმოებს“.
„თუ NATO-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ NATO-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნა ლავროვმა და თქვა, რომ რუსულმა მხარემ იცის, „თუ როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე“.
„ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა“ – მარკ რუტე
„ამ კონკრეტული კრიზისის კონტექსტში, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კომპრომისები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“. – განაცხადა სერგეი ლავროვმა.