„ოქროს გლობუსისა“ და „ემმის“ ტრიუმფატორი სერიალი „მხევლის წიგნი“ ეკრანებზე ბრუნდება. ინტერნტეში სერიალის მეორე სეზონის თრეილერი გავრცელდა. სიუჟეტის ცენტრში მთავარი გმირის, მოსს ჯუნის ორსულობაა, რომლის როლსაც ელიზაბეტ მოსი ასრულებს. მთავარი გმირი გილეადის რეჟიმთან ბრძოლას აგრძელებს და შვილის დაბრუნებას ცდილობს. მეორე სეზონის თრეილერი საკმაოდ ემოციურია და მასში ბევრი სულისშემძვრელი კადრია. ჩანს, რომ ის პირველი სეზონის მსგავსად, დაძაბული იქნება.
სერიალში კვლავ ვიხილავთ ჯოზეფ ფაინსს, მაკს მინგელას, სამირა უალის, ალექსის ბლედელსა და ენ დაუდს. მეორე სეზონის პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 25 აპრილს გამოდის.
https://www.youtube.com/watch?v=xxQhWrAcQnE