LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალის  „სამშობლო” შემქმნელი ახალ სერიალს იღებს, სადაც მთავარ როლში, ისევ კლერ დეინსია

388
კლერ დეინსი

სერიალის „სამშობლო” და ფილმის „რომეო და ჯულიეტა” ვარსკვლავი, კლერ დეინსი ეკრანებზე ახალი სერიალით ბრუნდება. კომპანია „ნეტფლიქსი” ამჯერად ახალ ლიმიტირებულ მინი-სერიალს იღებს, რომლის სახელია „მხეცი ჩემში”. პროექტის ხელმძღვანელი სერიალ „სამშობლოს” შემქმნელი, ჰოვარდ გორდონია.

ცნობილია, რომ კლერ დეინსი სერიალში მწერლის, როლს შეასრულებს, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, წერას თავს ანებებს. მისთვის ახალი გამოწვევა ხდება მეზობლის, სამშენებლო მაგნატის საქმე, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ, სწორედ ამ თემაზე გადაწყვეტს მუშაობას მთავარი გმირი.

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯოდი ფოსტერი იქნება. გასულ წელს კლერ დეინსი სტივენ სოდენბერგის მინი-სერიალში „დახურული წრე” გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები