LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა – რუსეთის საგარეო უწყება

100

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში გამართული შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა.

„მთელი დაგროვილი პოზიტივის მიუხედავად, ორმხრივი ურთიერთობებისთვის კვლავ სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობა. გ.ბ კარასინმა აღნიშნა საკმაოდ ნეგატიური როლი, რომელსაც თბილისი ასრულებს ამ სამხედრო ბლოკის რუსეთისა და კავკასიაში მისი მოკავშირეების საზღვრებთან მიახლოებით. ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების არამეგობრული განცხადებები დესტრუქციულ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთმომგებიან პროცესზე,“ =- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია შეხვედრაზე განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხები.

magti 5g