LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“ – დონალდ ტრამპი

152
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ „სერიოზულად განიხილავს რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სხვა სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ბომბავს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობაზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთსა და უკრაინას მივმართავ, დასხედით მაგიდასთან ახლავე, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მადლობა!!!“ – წერს ტრამპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g