LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიული პედოფილიის საქმე: „მომწერა „ნინო ნინოს“ სახელით“ – საგამოძიებო სამსახურმა 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია, იგი ინტიმურ კადრებს, ვიდეოებს და ფოტოებს სახლში ინახავდა

211
პედოფილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია – ბრალდებული ინტიმურ კადრებს, ვიდეოებს და ფოტოებს სახლში ინახავდა.

სერიული პედოფილი, მსხვერპლს სოციალურ ქსელებში ეძებდა, ბავშვებთან ნდობაში შესვლის შემდეგ, მათ სექსუალურ თემებზე ელაპარაკებოდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა.

გამოძიების ინფორმაციით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა თითქმის 5 წელს ითვლის.

„წლების განმავლობაში წერდა არასრულწლოვან პირებს, მათ შორის 13-14 წლის გოგონებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სერიული პედოფილი“, – აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი კახა სოსელია.

კითხვაზე, მოახერხა თუ არა ბრალდებულმა ვინმესთან შეხვედრა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ „აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია.“

„კურიერი P.S-მა“ ერთ-ერთი მსხვერპლი ბავშვის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც პედოფილს მიზნის მიღწევა არ აცადა და მისგან თავის დახსნა მალევე შეძლო.

„14 წლის ვიყავი, როდესაც მომწერა „ნინო ნინო“-ს სახელით. პროფილად მეყენა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ბავშვი ვიყავი. მან გამომიგზავნა პორნოგრაფიული ვიდეო, გავბრაზდი და ვუპასუხე, რომ ჩემთვის აღარასდროს მოეწერა,“ – წერია ჩვენებაში.

გოგო დაზარალებულად უკვე ცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული კაცის ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებად შეფასდა.

პედოფილმა სხვა ბავშვების მახეში გაბმა შეძლო, მათ აიძულა, რომ ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. გამომძიებლებმა, დაკავებულის სახლისა და მანქანის ჩხრეკისას, მოცულობითი ფაილები ამოიღეს.

მიმოწერები ასობით ბავშვთან და ქალთან, ასევე – მსხვერპლთა ინტიმური კადრები. დაზარალებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება.

დაკავებულია სერიული პედოფილი

დაკავებულია სერიული პედოფილი – 40 წლის მამაკაცი, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია და ინტიმურ კადრებს, ვიდეოებს და ფოტოებს სახლში ინახავდა.

Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on Sunday 23 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g