LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეს-მ ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო

217
52983633_2074894589213092_8275676842883547136_o

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებიდან ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო.

“თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ.” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ.

ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას აცნობა.

https://www.facebook.com/National.Food.Agency/posts/2074894585879759?__xts__%5B0%5D=68.ARAwGpSM-BlM8nZFNucG2BNOcXqD2dpXIfN3ynOUISyBKcFZ8vjz1TUa8UHJd-l-A4ZtaBrcUupy_NMrZS7fo-4T6Mse_6M6JIcIu8D6PpKE1xO5zUJMkPg4m2MyKfGJrSq0WkTjo-pqvMHekwlQmRxF95awSrlhP46_aHOfxWcOfOZq0TBhdmoMlq0FkQBTk78Zw0Hn1j6eSFeoerJ7qBd7ImtQhMU-lf7zNfBP9Xu6l65OJVCJMbCmd9tSfyKqgWtmw9O-dvf8kf9UUQ8rwLG3c-Nu0is6nZbDxwBDbRi6HtIn5e8WEIxXgaZOSAGox0d4-G1mdDHqV6pONt4VxnTKIySG1uWr8s_DqKi8ECGrYmWF72_8PbywwmM9wRx9v5iBPnqSFXrOq11aY6dm4xHAZRzR8aRqi5yK15gaeoPsTr6mL9kTJ25kY9_BNsPKF5cAyrqkpI71yHhXdYFd&__tn__=-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g