LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონი ფრით დავამთავრეთ: მზერა ერთა ლიგისკენ

32

წლის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ქუთაისში ბელარუსს დაუპირისპირდა –მატჩიფრედ, 2:2 დასრულდა.

24-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ: სწრაფი კონტრშეტევა ბელარუსების კაპიტანმა იგორ სტასევიჩმა დააგვირგვინა – 0:1.

საქართველომ წონასწორობა 35-ე წუთზე აღადგინა: კუთხურის გათამაშების შემდეგ ბელარუსების კარი რთული პოზიციიდან ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ აიღო და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმში საქართველო სწრაფად დაწინაურდა და ისევ კუთხურის გათამაშების შემდეგ: 49-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილის მოწოდებულ ბურთს სტუმართა კარში ადგილი ნაკრებში დაბრუნებულმა პოლონური “პოგონის” მცველმა ლაშა დვალმა მიუჩინა – 2:1.

საქართველოს ამის შემდეგ სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ჯაბა კანკავამ და გიორგი ქვილითაიამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. 65-ე წუთზე კი ბელარუსების კონტრშეტევა პაველ ნეხაიჩიკმა გოლით დაასრულა – 2:2 და საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა.

 

ამ მატჩით საქართველოს ნაკრებმა 2017 წლის სეზონი დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 2018 წლის შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს გაიმართება.

 

საქართველო – ბელარუსი 2:2

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საქართველო: კვასხვაძე, ხოჭოლავა, კაშია (46’ დვალი), აბურჯანია, კანკავა (62’ მერებაშვილი), სიხარულიძე (80’ ყაზაიშვილი), გვილია (88’ კაჭარავა), შერგელაშვილი, გეგეჭკორი (88’ კაკაბაძე), პაპუნაშვილი, ჯიღაური (62’ ქვილითაია)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, ლორია, გრიგალავა, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, ნავალოვსკი

გოლები: 0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (50), 2:2 ნიახაიჩუკი (66)

გაფრთხილება: 27 ვალაძკო, 31 სიხარულიძე, 45 ბიკაუ, 45+1 სტასევიჩი

ვლადიმირ ვაისი

– შეხვედრა საკმაოდ კარგ კარგ ტემპში წარვმართეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. თამაშის ხასიათზე გავლენა მოახდინა ცვლილებებმაც, რაც დღეს მრავლად განვახორციელეთ. მთლიანობაში, ეს სასარგებლო საკონტროლო მატჩი იყო, რადგან საქართველოს ნაკრების პლუს-მინუსები ცხადად დავინახე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები