LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონის უახლესი ხუთი ავტომობილი

82

ყოველწლიურად მსოფლიოში რამდენიმე ახალი, აბსოლუტურად არარეალური სუპერავტომობილი ჩნდება, რომელთა შეძენაზე მილიონობით ავტომოყვარული ოცნებობს. გთავაზობთ ზაფხულის სეზონის საუკეთესო ხუთეულს.

 

 

 

 

 

 

 

Aston Martin AM-RB 001

ცოტა ხნის წინ პუბლიკამ კომპანია Aston Martin-ის და Red Bull Racing-ის ერთობლივი პროექტი – მორიგი ”ყველაზე სწრაფი” ავტომობილი AM-RB 001 იხილა თავისი V12 ძრავით. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ძალიან მალე 99-დან 150-მდე ახალ ეგზემპლარს გამოუშვებენ, რომელთა შორის 25 ტრეკის ავტომობილიც იქნება. ახალ პროექტზე Red Bull Racing-ის ლეგენდარული ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიური, Aston Martin-ის მთავარი დიზაინერი მარეკ რაიჰემი და სპეცპროექტების დირექტორი დევიდ კინგი მუშაობდნენ.    

720x480_e7af91995892a30f3d4e60a414e5e903

720x480_3b963f9788f20b318f918b15b7e56b66

Acura NSX EV Concept

ელექტრონულ Acura NSX EV Concept-ს ერთდროულად სამუშაოც შეიძლება ეწოდოს და კონცეპტუალურიც. ავტომობილი სპეციალურად ამერიკული რალისთვის Pikes Peak-სთვის შეიქმნა, რომლის მთავარი იდეა იმავე სახელწოდების მთაზე სწრაფად ასვლაა. NSX EV-ს ოთხი ელექტროძრავა აქვს, ყველა ბორბალზე სათითაოდ. სუპერავტომობილის სიმძლავრე ბევრად აღემატება  CR-Z-ს ელექტრონულ მოდელს, რომელიც გასულ წელს Pikes Peak-ის რალიზე პირველი იყო თავის კლასში.   

720x480_49dfda52b42723f61a7c9fb9009798d2

720x480_0a115b9b97a288647e492bdba7b1e1f1

Mercedes-AMG GT R

გერმანელებმა Mercedes-AMG GT R-ის სატრეკო ვერსია წარმოადგინეს, რომლის განახლებული დიზაინი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა მოდელისგან. ფუტურიზმის და რეტროს ორგანული შერწყმა ავტომობილის აეროდინამიურ ელემენტებში და 1950-იანი წლების სატრეკო 300 SL -ის სტილში შექმნილი რადიატორის ბადეში გამოიხატა. გარდა ამისა, ახალ ავტომობილს სრულადმართვადი შასი და მრავალი შედარებით მსუბუქი ალუმინის ელემენტი აქვს როგორც კონსტრუქციაში ისე საბარგულში.     

720x480_c506e1c595b94761e162013dedca7238

720x480_2ff9adceb70c08d434d7636084c31f77

Ford GT 66 Heritage Edition

Ford GT-ის 66 Heritage Edition-ის მოდელში, ციფრები ”66”, 1966 წელს ლე მანში GT40-ის მოდელის სამგზის გამარჯვებაზე მიუთითებს. რალიში გამარჯვება ბრიუს მაკლარენისა და კრის ეიმონის ეკიპაჟმა მოიპოვა, რომლის საბარგულსაც ნომერი ”2” ეწერა. იდენტური ”ორიანი” ამშვენებს ახალ სპეცვერსიასაც.  

720x480_3375b99e9d056cc604e6657284b97082

720x480_b14063a9bff255bb3eef3ad72fbce42d

Porsche Panamera

წინა მოდელისგან განსხვავებით, Porsche Panamera-ს პროპორციები ბევრად აკურატულია, უფრო ფართე, გრძელი და მაღალია. უკვე დაანონსდა ”პანამერას” სამი ვერსია: Turbo, 4S და 4S Diesel. ავტომობილს ჰიბრიდული პანელი და უამრავი გაჯეტი აქვს – ელექტრონული სრულადმართვადი შასით დაწყებული, სმარტფონით მართვის ფუნქციით დასრულებული.   

720x480_8bad3e87e6fe8eaaee1d08bc45951a9d

720x480_34d14eff70a86ed02b0aa417b50e5965

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები