LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირასა და მალუმას ცეცხლოვანი პერფორმანსი – არტისტებმა კოლუმბიაში კონცერტი გამართეს

152
page

შაკირას მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე გრძელდება. ახლახან, ტურნეს შემდეგი გაჩერება, არტისტის სამშობლო, კოლუმბია იყო.

მედელინში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, არტისტი სცენაზე თანამემამულე კოლეგასთან, მალუმასთან ერთად წარდგა.

მომღერლებმა პუბლიკას ერთობლივი სიმღერის – Chantaje ცეცხლოვანი პერფორმანსი შესთავაზეს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ჩანაწერი მათ ერთად ფართო აუდიტორიის წინაშე, პირველად შეასრულეს.

ცნობისთვის, შაკირა ტურნეში 7 წლიანი პაუზის შემდეგ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შაკირას Las Mujeres Ya No Lloran World Tour 11 თებერვალს დაიწყო და 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნეს ევროპული ნაწილი ჯერჯერობით არ დაანონსებულა. ამ ეტაპზე, ის სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით მიმდინარეობს.

ცეცხლოვანი ცეკვა შაკირას სტილში და ახალი კლიპი – 47 წლის არტისტი შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

47 წლის შაკირას პიკანტური ფოტოსესია და გულახდილი ინტერვიუ ჟერარ პიკესთან დაშორებაზე

ნახეთ, შაკირას პერფორმანსი „კოპა ამერიკას“ ფინალზე, რის გამოც არტისტი გააკრიტიკეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები