„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილი იუბილარია.
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.
„ეს ბიჭი გაჩენის დღიდან გვერდიდან არ მომცილებია. ის შვილი, მეგობარი, თანამებრძოლი და ზოგჯერ ოპონენტია. იგი საქართველოს ჯარისკაცია. ორჯერ პოლიტპატიმრობაც გამოსცადა. ერთადერთი ქართველია, რომელმაც გაბედა და მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციას პირდაპირ, ტრიბუნიდან განუცხადა, რომ ოკუპანტებია და საქართველოდან უნდა წავიდნენ. ვულოცავ დაბადების დღეს. ბედნიერ, ერთიან, გამარჯვებულ საქართველოში ვუსურვებ ცხოვრებას მას და ყველა ქართველს,“ – წერს შალვა ნათელაშვილი.