LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ჩხრეკები მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად… დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, ძალადობა იმ მომენტიდან შეწყდა“

141
შალვა პაპუაშვილი

დღეს, თბილისში, პროკურატურის წარმომადგენლების მიერ რამდენიმე სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება.

ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს. მისივე განცხადებით, ჩხრეკები კანონიერი პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობს.

„დილით, დაახლოებით 9-ის წუთებზე კარებზე ბრახუნით მოვიდნენ. ბავშვთან ერთად ვიყავი“- სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დასრულდა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სახლი დატოვეს

„არ დავივიწყოთ, რომ შარშან დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციელზე თავდასხმა. ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი მათ შორის წახალისებული გარედან იყო. ისიც ვნახეთ, რომ როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, მაშინაც ეფექტიანად იმუშავა ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ.

რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე მე დეტალურად ვერაფერს გეტყვით, იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები.

როგორც შევიტყვეთ, ეს არის პროკურატურის მიერ გამოძიების წარმოების პროცესში ჩატარებული ჩხრეკები, რომელიც მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად. ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ვხედავთ ჩვენ ცალსახად, რომ არის მცდელობა გარედან მოაწყონ დესტაბილიზაცია, შეეცადონ არადემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს. ეს არის მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები იმ მხრივ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი რასთან გვაქვს საქმე“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პროკურატურის თანამშრომლები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც შევიდნენ

ცნობისათვის, დღეს, 29 აპრილს, პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ ტელეწამყვან, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილისა და სამოქალაო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ სახლებშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g