LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო“

187
შალვა პაპუაშვილი

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესები ძალადობრივი პროცესების ინსპირირებითაა გამოწვეული. შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული პროცესი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ პარალელია.

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ. ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას.

ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“. მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა – იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება.

საია: სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების დარღვევა დაადგინა

აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, მაგრამ სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ყველა უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, საბოლოო ჯამში, „მელია-გახარიას ღამე“ იყო.

ნათია მეზვრიშვილი: „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით – 20 ივნისის აქცია დაიწყო მშვიდობიანად და გახდა ძალადობრივი, ადგილი ჰქონდა პარლამენტზე ცალკეული პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ შტურმს“

„სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ სახეზე იყო გამოხატვის თავისუფლების ან შეკრების უფლების დარღვევა.“

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ.

ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g