საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროკავშირს მსგავსი ქმედებები არ ეკადრება.
„უბრალოდ, ეს არ ეკადრება ევროკავშირს, მაგრამ იმდენი რაღაც იკადრა ზოგიერთმა ბრიუსელიდან, რომ რა ვქნათ, ამასაც ვხედავთ. როცა, განსაკუთრებით, გვესაუბრებიან დემოკრატიაზე და იმ კაბინეტებში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ზუსტად იმ კაბინეტებში, შარშან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, ადამიანი, კრიმინალი, რომელიც იძებნება, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში. ვისი სქემები იყო „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ტელევიზიების მფლობელებისთვის წართმევა – ზურაბ ადეიშვილის სქემებით მოხდა ეს ყველაფერი. ეს ადამიანი უზით იმ კაბინეტში და შემდეგ იმ კაბინეტიდან ქართველ ხალხს ელაპარაკებიან დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.