LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე: „ეს არის შედეგი იმის, რომ იქ საოკუპაციო მმართველობაა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია“

119
შალვა პაპუაშვილი

„ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, სტაბილურობა შეუძლებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში: მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

შეკითხვაზე – შეაფასებდა თუ არა არსებულ ვითარებას რუსეთის მხრიდან ანექსიის მცდელობად ოკუპირებულ აფხაზეთში – შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ანექსიის მცდელობას ვერ დაარქმევდა“.

„ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია.

ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი „ნაცრისფერი ზონები“, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით საქართველო იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია. ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ ეს რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავდით ვთქვათ ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g