LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა… გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“

132
შალვა პაპუაშვილი

„რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა, ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა და ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 5 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე [პრეზიდენტის] გვყავს ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს არ აღიარებს“.

„მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, სიტყვა სიტყვით, ეს თქვა მან და მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს.

შეგახსენებთ, თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, რამდენად ჩართულები იყვნენ უცხოელი აქტორები იმაში, რომ იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო ქალბატონი სალომესი. ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამბობდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა ცუდი.

შესაბამისად, ვნახეთ ჩვენ ბოლოს, რომ მიხეილ სააკაშვილის წყალობით, ეს იმპიჩმენტი არ შედგა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე იმ თანამდებობაზე. დეპოლარიზაციას მისი მხრიდან მე ცოტა ნაკლებად ვხედავ, უფრო მეტად და უფრო გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი პირდაპირ ერეოდა პარლამენტის საქმიანობაში და ვნახეთ, რომ ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ვნახეთ, რომ ამ ჩარევამ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატისა დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„არ მჯერა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიძლებოდეს ერთ პრემიერზე შეთანხმება, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, მაგრამ ჯერ ჭი­და­ო­ბენ“ – პრეზიდენტი

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები