გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პირველად შედეგებზე დაყრდნობით განმარტავს შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზებს.
“ჩვენ გვაქვს პირველადი შედეგები. სამ აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც როგორც წესი შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რიცხვის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვშიც სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იყო”, – აღნიშნა შამუგიამ.
სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში