ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს ოფიციალურად 10 სექტემბერს წაუყენებენ.
რაფაელ მურსაკულოვი დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა. როგორც ის აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია კვლავ უცვლელია და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
რაც შეეხება საქმის მასალებს, როგორც ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, ის საკმაო მოცულობისაა – 8 ტომია, შესაბამისად, მისი სრულად გაცნობა ვერ მოასწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი გუშინ დააკავა.