LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შანელის“ კაბა და Tiffany & Co-ს 100 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი – დუა ლიპამ კლაუდია შიფერის საკულტო კაბა მოირგო

368
page

რამდენიმე საათის წინ, მეტროპოლიტენ მუზეუმში“ ერთ-ერთი ყველზე გლამურული ღონისძიება, „მეტ გალა“ 2023 გაიმართა. ჩვენ უკვე გიამბეთ ჯეი ლოს, რიანასა და ჯარედ ლეტოს ვარსკვლავური გამოჩენის შესახებ.

ჯარედ ლეტო „მეტ გალა“ 2023-ის მთავარ მოვლენად იქცა – წითელ ხალიჩაზე მისული გიგანტური ფისო ლეტო აღმოჩნდა

ბენ აფლეკის გარეშე გაშრიალუბულმა ჯეი ლომ „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე ფურორი მოახდინა

ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არტისტი, დუა ლიპა მოხვდა. მან წითელ ხალიჩაზე „შანელის“ საკულტო კაბა მოირგო, რომელიც 1992 წლის ოტ კუტიურ კოლექციიდანაა. ის პოდიუმზე გერმანელმა სუპერმოდელმა და კარლ ლაგერფელდის მუზამ, კლაუდია შიფერმა წარადგინა.

დუას „ლუქს“ Tiffany & Co.-ს 100 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ასრულებდა. გამოცემა „ვოგის“ ცნობით, ლიპა გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელმაც Tiffany & Co.-ს ახალი ბრილიანტის ყელსაბამი მოირგო.

ყველაზე პოპულარული დუეტი – ელტონ ჯონი და დუა ლიპა გამოცემა „ვერიეთის“ გარეკანზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები