LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაორის ტბაზე 2 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო

447

შაორის ტბაზე 2 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, ტერიტორიაზე სასტუმრო და კვების ობიექტი მოეწყობა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო 26 ადგილიანი იქნება. ტერიტორიაზე განთავსდება კოტეჯებიც და კვების ობიექტიც. პროექტს ქართველი ბიზნესმენი ახორციელებს.

პაპუნა მარგველიძის თქმით, რაჭის ტურისტული პოტენციალით როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. უახლოეს პერიოდში კი ინტერესთა გამოხატვაზე კონკურსი გამოცხადდება და დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების და პროექტების წარმოდგენა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ “საპარტნიორო ფონდმა” საკონსულტაციო კომპანია BDO-თან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. კვლევის შედეგად, რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მომზადდა.

კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს, როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი.

ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში.

კონცეფციის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია 59 მლნ აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები