LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის ჩანთაზე უცხო პირის დნმ აღმოაჩინეს? ადვოკატისა და პროკურორის განსხვავებული განცხადებები

314
chanta

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე 12 მოწმე დაიკითხება, მათ შორის როგორც გამომძიებლები და ექსპერტები, ასევე სხვა მოწმეები, რომლებიც გადაადგილებაში დაეხმარნენ არასრულწლოვან ლ.შ.-ს და ნ.ხ.-ს.

პროცესზე ასევე წარადგენენ ვიდეოჩანაწერს, რომლითაც გარკვეული მოწმეების იდენტიფიცირებას მოახდენენ.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზა. დნმ, რომელიც ჩანთაზე აღმოჩნდა, არცერთ დაკავებულს არ ეკუთვნის. ჩანთის ექსპერტიზის პასუხები გასაიდუმლოებულ ტომებში ჩაიდო.

შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ესპერტიზით, დადგინდა, რომ ჩანთაზე შერეული ტიპის დნმ არის.

„გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად შერეული ტიპის დნმ ამოვიდა. კითხვა იყო დასმული, იყო თუ არა აღნიშნულ ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ და აღნიშნული ექპერტიზით დადგინდა, რომ ჩანთაზე გაგნიძის დნმ არ ამოსულა. თუ ვის ეკუთვნის იქ ამოსული დნმ, ეს უცნობია. ბრალდებულების დნმ ჩანთიდან არ ამოსულა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შაქარაშვილის ჩანთასთან შეხება არ ჰქონიათ. შერეული დნმ ნიშნავს, რომ სხვისი დნმ ამოვიდა, მაგრამ დადგენილი არ არის, ვისი“, – აცხადებს გაგნიძის უფლებადამცველი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

პროკურორის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე დანიშნული ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

„ჩვენ ჯერ ჩანთაზე დანიშნული ექსპერიზის დასკვნა არ მიგვიღია, როგორც კი მივიღებთ წარდგენილი იქნება სასამართლოში და მიეწოდება დაცვის მხარეს”, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები