LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების განაჩენი დღეს გამოცხადდება – მცხეთის სასამართლოსთან სამართალდამცავების მობილიზებაა

154
BeFunky-collage

მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან, სამართალდამცველების ჯგუფია მობილიზებული.

სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება პროცესი, რომელზეც გაირკვევა, რამდენი წლით მიუსჯიან პატიმრობას, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს.

პროცესს მოსამართლე ბიძინა სტურუა წარმართავს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ 3 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა 9 მარტს მიუსაჯა.

16 წელით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

ორი არასრულწლოვანის განაჩენი კი დღეს უნდა გამოცხადდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g