LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

147
9418F2F0-28D9-47A4-8FAE-468A0934B4D0-w1200-r1

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების საქმის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

როგორც საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა აღნიშნა, პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა არაერთი მოწმე, რომელთაგან ერთი მოწმე დაიკითხა, მეორე მოწმის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობდა რა დროსაც პროცესზე ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და აღნიშნული მოწმის დაკითხვის გაგრძელება ვერ მოხერხდა. პროცესზე შესვენება გამოცხადდა და ხვალ გაგრძელდება პროცესი, დაიკითხება აღნიშნული მოწმეც, რომლის დაკითხვის პროცესშიც წარმოიქმნა ტექნიკური პრობლემა, რაც გასწორდება და გაგრძელდება სხვა მოწმეების დაკითხვაც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებით სწორედ, რომ ბრალდების მხარე დაადასტურებს იმას, რომ თითოეული ბრალდებული, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომელთა პროცესიც დღეს ამ სასამართლოში იმართება წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეა და ჩვენ აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ დავადასტურებთ მათ დამნაშავეობას და გონივრული მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ მათთან მიმართებაში გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. დღევანდელი მოწმეები დაიკითხნენ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მათთვის ცნობილი იყო და თითოეულმა მათგანმა ისაუბრა მხოლოდ ამ გარემოებებთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები იყვნენ, როგორც წვეულებაზე მყოფი პირები ასევე ერთ-ერთი მოწმე გადაადგილდებოდა შემდეგ თბილისიდან მცხეთის მიმართულებით და გარკვეული მიზეზების გამო უკან თბილისში დაბრუნდა“,-განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები