LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება

122
BeFunky-collage (1)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას, ან მეთვალყურეობაზე გადაცემით გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ცნობისთვის, ბრალდებულების უფლებადამცველები დღეს დააყენეს კიდევ ერთი შუამდგომლობა მოსამართლის აცილების მოთხოვნით, ამის მოტივად არასრულწლოვნების უფლებების დამცველები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ სწორედ აღნიშნული სხდომის მოსამართლემ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ექვს არასრულწლოვანს.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები