“ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე,” – ამის შესახებ შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
