„მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება“, – ამ განცხადებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.
განცხადებას მიშელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს:
„მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი .
ინფორმაციისთვის, რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ხმის მიცემის პროცედურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის
Would like to congratulate Vladimir Putin on his landslide victory in the elections starting today.
— Charles Michel (@CharlesMichel) March 15, 2024
No opposition.
No freedom.
No choice.