უკვე დიდი ხანია, შარლიზ ტერონი შვილთან, ჯექსონთან ერთად აღარ გამოჩენილა სახალხოდ. გუშინ კი პაპარაცებმა ბავშვი და მისი ვარსკვლავი დედა ჰოლივუდში ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს. ბედნიერი და გაღიმებული შარლიზი და ჯექსონი ქუჩაში მხიარულად მიდიოდნენ, თუმცა მათთან ერთად არ იყო შარლიზის კიდევ ერთი შვილი, პატარა აუგუსტი.
ტერონმა პატარა აფრიკელი ბავშვი, აუგუსტი რამდენიმე თვის წინ, ჯექსონი კი – 3 წლის წინ იშვილა.
„გადაწყვეტილება, დედა გავხდარიყავი ამ ასაკში, ძალიან სწორი იყო. მე ცხოვრების აზრი გამიჩნდა,“ – ამბობს შარლიზი.




