LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი კაბა და წითელი ტუჩსაცხი – მომაჯადოებელი ირინა შეიკი წითელ ხალიჩაზე (ფოტო)

106

კანის რიგით 71-ე კინოფესტივალი ოფიციალურად 8 მაისს გაიხსნა. წელს ჟიურის მსახიობი ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობს. საერთაშორისო კინოფესტივალი კი გახსნა ირანელი რეჟისორის, ასგან ფარხადის ფილმმა „ყველამ იცის“, სადაც მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი ასრულებენ.

წითელი ხალჩის ყველაზე ლამაზ გმირებს შორის კი მედიამ უკვე დაასახელა ირინა შეიკი, რომელიც შავი ფერის საღამოს კაბაში  გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. დეკოლტირებული შავი კაბა, რომელსაც არ ჰქონდა ზედმეტი აქსესუარი, შეიკს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდიდა. შავ ანსაბლს შეიკმა წითელი ტუჩსაცხი და მინიმალისტური მაკიაჟი შეუხამა. ცნობილი მოდელი ეგვიპტური ფილმის,  Yomeddine-ის პრემიერას დაესწრო.

ფილმის პრემიერაზე იმყოფებოდა „ოსკაროსანი“ ჯულიანა მურიც, რომელიც ასევე ივ სენ ლორანის შავი ფერის, შედარებით სადა კაბაში პოზირებდა ფოტოგრაფებთან.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები