LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში „ავერსს“ მართლაც საოცარი შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის – თამარ რამიშვილი გადაცემაში ,,პულსი”

15
თამარ-რამიშვილი

18 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსის“ სტუმარმა ავერსი-ფარმას იმპორტის განვითარების მენეჯერმა თამარ რამიშვილმა „შავ პარასკევის“ აქციაზე ისაუბრა, რომელიც 18 ნოემბერს აიღებს სტარტს და მთელი კვირა გაგრძელდება.

– ქალბატონო თამარ, როგორ ემზადებით „შავი პარასკევისთვის“?

– „შავი პარასკევის“ აქციის ფარგლებში „ავერსს“ მართლაც საოცარი შეთავაზებები აქვს მომხმარებლისთვის. გასული წლების მსგავსად არც წელს ვუღალატეთ ტრადიციას და განსაკუთრებით მოვემზადეთ კვირეულისთვის, რომელიც 18 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აქცია ჩვენს ქსელში წარმოდგენილ ყველა კატეგორიას გააერთიანებს – თმის და პირის ღრუს მოვლის საშუალებების, დერმატოლოგიური ბრენდებისა და დეკორატიული კოსმეტიკის, ბავშვთა კვების, მოვლისა და აქსესუარების ჩათვლით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 60%-იანი ფასდაკლება ერთნაირად შეეხება როგორც ექსკლუზიურ, ისე არაექსკლუზიურ ბრენდებს. განსაკუთრებით ფართო ასორტიმენტი გვაქვს თმის მოვლის კატეგორიაში, სახის მოვლის ხაზი კი, პრემიუმ-ბრენდებთან ერთად ევროპული და კორეული წარმოების პროდუქციასაც შესთავაზებს მომხმარებელს.იტალიურმა დეკორატიულმა კოსმეტიკამ MESAUDA-მ დიდი ხანია მოიპოვა მომხმარებლის მოწონება, რადგან უამრავ პროდუქტს აერთიანებს და ნებისმიერი გემოვნების ქალბატონს აკმაყოფილებს, დერმატოლოგიური ხაზი კი, ძველთან ერთად ახალი ბრენდებითაც გაახარებს ჩვენს მომხმარებელს. აქვე აღვნიშნავ, რომ „ავერსის“ აქციაზე, შეთავაზებულ პროდუქციასა და ფასდაკლებებზე დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ საიტსა და Facebook-გვერდზე შეიძლება.

– რას შესთავაზებთ ბავშვებს?

– რა თქმა უნდა, არც პატარებს დავტოვებთ უყურადღებოდ და 40%-იან ფასდაკლებას შევთავაზებთ ნებისმიერ პროდუქციაზე კვების, მოვლისა და აქსესუარების ჩათვლით.

– „ავერსი“ ყოველთვის ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, რაც დაუღალავი შრომის შედეგია. საინტერესოა, როგორ მუშაობს თქვენი გუნდი?

– ჩვენი სამუშაო მართლაც რთული და მრავალეტაპიანია. უცხოეთში მოგზაურობისა და სხვადასხვა ბრენდის მოძიების შემდეგ აუცილებლად ყველას სათითაოდ ვიკვლევთ და ვტესტავთ, მერე შეკვეთისა და ლოჯისტიკის საკითხებს ვაგვარებთ, უკვე მიღებულ პროდუქციას კი, მაქსიმალურად ვარგებთ ჩვენს სააფთიაქოს ქსელს. შესაძლოა ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველა პროდუქტს თავისი ადგილი აქვს ჩვენს აფთიაქში, ამიტომ დიდი გულისყურით ვანაწილებთ ყველაფერს, რაც მომხმარებლისთვისაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია.

– როგორც ვიცი, წელს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებთ მომხმარებლებს,

– აქცია, რომელსაც წელს შევთავაზეთ ჩვენს კლიენტებს, მართლაც უპრეცედენტოა, რადგან  უკვე ფასდაკლებით შეძენილ პროდუქციაზე დამატებითი 10, 30, 50 და რაც მთავარია 100%-იანი ფასდაკლების მიღებას შეძლებენ, თუმცა აუცილებელია მტრედი-ბარათის გატარება, რათა გამოვლინდეს იღბლიანი მყიდველი, რომელსაც ჩეკი გაუნულდება და პრაქტიკულად უფასოდ მიიღებს სასურველ პროდუქტს. რა თქმა უნდა, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ყველა აფთიაქს აერთიანებს.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჩვენი უმთავრესი მიზანი მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი ბრენდების შემოტანასა და ასორტიმენტის გაფართოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები