LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავი საქმე უკვე გააკეთეს” – გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე

325
20190224202446

შავი საქმე უკვე გააკეთეს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებოდათ, – ასე ეხმაურება “ფორტუნასთან” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვის თემას.

“ზოგადად, საკმაოდ მძიმე სურათია, “ქართული ოცნებაში” განსხვავებული შეხედულების მქონე ჯგუფები იყვნენ და ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი რესურსი, “ქართული ოცნების” გუნდი არ არსებობს. არსებობს ერთი კაცი და მისი პრობლემები, მასზეა ყველაფერი დამოკიდებული.

2020 წლისთვის ელექტორალურად პრაქტიკულად უკვე ნულზეა, მას ნატურალური ამომრჩეველი აღარ ჰყავს, ანტიმიშას ფაქტორიც თითქმის არ მუშაობს და სავალალო ვითარებაა. ხელისუფლება ცდილობს, რესურსების მონოპოლიზაცია მოახდინოს და ასე გავიდეს ფონს. ამას როგორ მოახერხებს, დრო გვაჩვენებს,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი ნაკლებად ელოდება, რომ “ქართულ ოცნებას” კიდევ ვინმე დატოვებს.

“რაღაც რომ დატოვო, სადღაც უნდა წახვიდე და “ოცნებაში” ასეთი ხალხი, რომელსაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია ბიძინა ივანიშვილის რესურსების გარეშე, პრაქტიკულად არ არიან,” -აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g