LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შავო”, “ბინძურო მაიმუნო” – ნეიმარმა მეტოქეს თავში ჩაარტყა და გააგდეს: საფრანგეთში რასიზმია

129
ruedc0520322a

საფრანგეთის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი პსჟ-სა და “მარსელს” (0:1) შორის კონფლიქტით დასრულდა.

თამაშის მიწურულს მოედნის ცენტრში შეჯახებისას პარიზელმა ლეანდრო პარედესმა მეტოქე მოცელა. დაიწყო დიდი შეხლა-შემოხლა ორივე გუნდის ფეხბურთელების მონაწილეობით.

მსაჯმა ოთხი ფეხბურთელი მაშინვე მიაბრძანა მოედნიდან – პარედესი და კურზავა (პსჟ) და ამავი და ბენედეტო (“მარსელი”).

ვიდეოასისტენტებთან კონსულტაციის შემდეგ არბიტრმა ვითარება შეისწავლა და პარიზელთა ფორვარდი ნეიმარიც გააგდო. გარჩევებისას ბრაზილიელმა “მარსელის” მცველ ალვარო გონსალეს უკნიდან მუშტი ჩასცხო თავში.

ნეიმარმა მოწინააღმდეგეს რასიზმის გამო უთავაზა. გონსალესმა ბრაზილიელს “შავი” უწოდა, პსჟ-ს კიდევ ერთ ფეხბურთელს – “ბინძური მაიმუნი”.

მოედნიდან გასვლისას ნეიმარი სათადარიგო მსაჯს ეუბნებოდა და თან “მარსელის” მცველზე მიუთითებდა: “რასიზმი, არა? არა რასიზმს, არა რასიზმს. მე მას დავარტყი, რადგან ის რასისტია”.

ნეიმარმა ასევე თქვა, რომ გონსალესმა მას “შავი …” დაუძახა.

მატჩის შემდეგ ნეიმარმა აღიარა, რომ არ ნანობს, მეტოქეს თავში რომ ჩაარტყა.

“იმას ვნანობ, რომ სახეში არ ჩავარტყი. VAR-მა მარტივად დაინახა ჩემი “აგრესია”. ახლა მაინტერესებს იმ მომენტების ნახვა, სადაც მე მაიმუნს და ბოზიშვილს მიწოდებენ”, – დაწერა ნეიმარმა ტვიტერზე.

Telefoot-ის ჟურნალისტმა აცნობა, რომ გონსალესმა ერთ-ერთ პსჟ-ელს დაუძახა: “მოკეტე, შავო მაიმუნო”.

პირველ ტაიმში გონსალეს კონფლიქტი მოუვიდა დი მარიასთან: ესპანელი ირწმუნებოდა, რომ პარიზელთა ფეხბურთელმა მას შეაფურთხა. თამაშის შემდეგ “მარსელის” მწვრთნელმა ვილაშ-ბოაშმაც დაადსტურა, რომ დი მარიამ გონსალესს შეაფურთხა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Pnv0ZaQj5Fs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები