LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეცვალე” თადუმაძისთვის კითხვების დასმას ითხოვს

144
70514368-102623774473570-3834640346256506880-n

„ყალბი პროკურორი, ყალბი დიპლომით!” – ამ სიტყვებით ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალე“ პარლამენტის წინ აქციას მართავს. ისინი საქართველოს მთავარ პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმას აპირებენ. მოძრაობის რამდენიმე წევრი შენობაში იმყოფება. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის ბუნდოვანია პროკურორის დიპლომთან და განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. შეკრებილები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ და იმედოვნებენ, რომ კითხვებზე პასუხს მიიღებენ.

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

"3-ის კი არა, 10-ის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათთვის არ მიკითხავს, შემეძლო თუ არა პარლამენტის ტრიბუნიდან დამესახელებინა მათი სახელი და გვარი"

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესი მიმდინარეობს, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ.

 

რატომ მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები - შალვა თადუმაძე რეკომენდატორებზე განმარტებას აკეთებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ ოპოზიცია და არასამთარობო ორგანიზაციები მისი დიპლომით დაინტერესდნენ. ადმინისტრაციული ორგანოები გენერალური პროკურორის დიპლომის ასლის გასაჯაროებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდნენ, მიზეზად კი განმარტავდნენ, რომ საქმე პირად ინფორმაციას ეხება. მას შემდეგ, რაც დოკუმენტის ასლი დაინტერესებულ პირებს გადაეცათ, მათ სხვადასხვა უზუსტობები აღმოაჩინეს, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აუცილებლად მიიჩნევენ კომპეტენტური ორგანოების მიერ გენერალური პროკურორის დიპლომის შესწავლასა და არსებული შეუსაბამობების გამო დასაბუთებული განმარტებების გაკეთებას. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესზე არაერთი კითხვა დაისვა მის დიპლომთან დაკავშირებით, თუმცა შალვა თადუმაძის პასუხები საკითხს კვლავ ბუნდოვანს და გაუგებარს ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g