8 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიროტიაზე ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.
ერთ მხარეს ახალგაზრდები რუსეთის ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, მეორე მხარეს კი ბიზნესმენი ვასაძე, მმკ და “ქართული მარშის” წევრები იდგნენ, რომლებიც ჯერ “თბილისი პრაიდის” დაანონსებულ “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა მოგვიანებით რუსთაველზე ის ადგილი დაიკავეს, სადაც წინა 18 დღეს ანტისაოკუპაციო აქცია იმართებოდა.
პოლიციის კორდონის გაკეთება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს და მათ მონაწილეებს, აგინეს და წყლის ბოთლები დაუშინეს.
“ფოტოები შედარებისთვის” – ასე ჰქვია ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ფოტოებს, რომლებიც მან 8 ივლისის აქციების დროს გადაიღო.
“სირცხვილია! დღე 19
✔ფოტოები შედარებისთვის.
✌შედარება კი იმისთვის,რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ!
აქციის სხვადსხვა მხარეს მდგომი ადამიანების ჩემეული აღწერითა და დახასიათებით თავს არ შეგაწყენთ. ყველაფერი ისედაც ნათელია ! ?” -წერს ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში.