კომპანიამ „ფორდი“ დეტროიტის ავტოშოუზე ახალი მოდელი „ჯი თი“ წარადგინა, რომელიც 3.5 ლიტრიანი V6 ტვინ-ტურბო, ეკო-ბუსტ ძრავით აღჭურვეს. როგორც განაცხადეს, ავტომობილი 600 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. თუმცა ამით მათი სამუშაო ამ მოდელთან დაკავშირებით არ დამთავრებულა. რამოდენიმე დღის წინ კომპანიამ 2016 წლის „ჯი თი“-ს კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, რომლის დაპროექტებაშიც, ამერიკელებმა „Forza Motosport 6“-ი დაიხმარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი და ძველი მოდელების ძრავში დიდი სხვაობა არ არის, კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელს, 630 ცხენის ძალაზე მეტ სიმძლავრეს პირდებიან.
ავტომობილის წარმოებაში ჩაშვება მომავალ წელს იგეგმება. როგორც ირკვევა საერთო ჯამში 250 საიუბილეო მოდელი იქნება დამზადებული.