ნიკა მელიას დაკავებას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ეხმაურება.
კლეიტონი “ტვიტერში” წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში განვითარებული სცენით შეძრულია.
„თბილისში ძალადობა და ქაოსი არის ყველაზე უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და უახლოეს დღეებში,“- წერს ბრიტანელი დიპლომატი.
“ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას” – ადამ კინზინგერი