LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეეხება თუ არა ნიკა მელია ეს ამნისტია? – სამადაშვილი კანონპროექტის ავტორს მიმართავს

48
სალომე-სამადაშვილი (2)

“ვიცით, რომ ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით იქნა ეს ამნისტია შემოთავაზებული, აქვს დაფიქსირებული, რომ მისთვის ეს ამნისტია მიუღებელია. შეეხება თუ არა მას ეს ამნისტია?” – ეს კითხვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე,  “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დასვა, თუმცა კითხვის ადრესატმა, კანონპროექტის ავტორმა ანრი ოხანაშვილმა მას არ უპასუხა, რადგან შეხვედრიდან გავიდა.

კომიტეტმა „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს დაუჭირა მხარი

ოპოზიციის მიერ ინიცერებულ ამნისტიის პროექტს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

მოგვიანებით ოხანასვილმა აღნიშნა, რომ კარგად იცის, გავრცელდება თუ არა აღნიშნული კანონი ნიკა მელიაზე განმარტა, რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული გავრცელდება თუ არა ამნისტიის აქტი.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია პირს შეეხება იმ შემთხვევაში, თუ ამაზე მისი თანხმობა იქნება.

“მისი პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, რომ ის არ ეთანხმება ამნისტიის კანონპროექტს. მე მაინც ვერ გავიგე, წინასწარი თანხმობა თუ ართანხმობა, რთული იურიდიული ტერმინით შემოუარეთ ამ საკითხს, კონკრეტულად რა პასუხს გვაძლევს ამ შეკითხვაზე?” – იკითხა სამადაშვილმა.

 

ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ამნისტიის მიღება “ქართულ ოცნებას” უნდა და ოპონენტ კოლეგებს მოუწოდა, ნუ დასვამენ ტყუილად და ფარსისთვის კითხვებს იმ საკითხზე, რომლებიც ისედაც იციან:

“თქვენ რაღაც ისე წარმოაჩენთ სიტუაციას, თითქოს, “ქართულმა ოცნებამ” იბრძოლა, რომ ამნისტიის აქტი მოეპოვებინა და ვითომ რაღაც ჩავიდინეთ, რისი დაფარვაც გვინდა ან თითქოს მომხრე არ ვართ იმის, რომ თუკი დადგინდა, რომ ვინმე განზრახ დააზიანეს, ის ადამიანები არ მიეცნენ პასუხიგებაში ან პირიქით, ის სამოქალაქო პირი არ მიეცეს პასუხის.

იმ შეკითხვებსაც ტყუილად და ფარსისთვის ნუ სვამთ ახლა და არ ვაპირებ არც ერთ შეკითხვაზე პასუხს, რომელიც იცით და ნუ აჩვენებთ საზოგადოებას, თითქოს დაინტერესებული ხართ, ჩემგან მიიღოთ კონკრეტული პასუხები, ვითომ არ იცით, ვის ეხება, როგორ და რა პროცესები წერია.” – თქვა ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები