LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი“ – შს მინისტრი ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი

172
შს მინისტრი

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი“, – ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.

გელა გელაძის თქმით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და კონტაქტურია.

„ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.

ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება.

ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

შსს: „მეხანძრე-მაშველებმა „სადგურის მოედანზე“ ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს ევაკუაცია – მიმდინარეობს ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g