შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელსაც ერევანში პოლიციის შენობა აქვს დაკავებული, მძევლად ექიმები აიყვანა, ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ექიმები მათთან სროლის შედეგად დაჭრილების დასახმარებლად მივიდნენ.
სომხეთის პოლიციის წარმომადგენლის, აშოტ აგარონიანის განცხადებით, მძევლად სასწრაფო დახმარების 4 ექიმი ჰყავთ აყვანილი.
სამართალდამცველებმა მედიკოსების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. დაშავებულები, რომლების დასახმარებლადაც ექიმები მივიდნენ, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არიან.