შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 70-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. ინფორმაციას უცხოური მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, გატაცებული მოსწავლეების უსაფრთხოდ გადასარჩენად პოლიციამ სამძებრო-სამაშველო ჯგუფის მობილიზება განახორციელა.
შტატის დედაქალაქ გუსაუში, მთავრობის განკარგულებით, ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა.
ცნობისთვის, ნიგერიის სკოლებზე შეიარაღებული თავდასხმა და მოსწავლეების გატაცება ხშირია, რასაც არაერთი მოსწავლისა თუ მასწავლებლის სიცოცხლე ეწირება. მიმდინარე წელს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ 1 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იქნა გატაცებული.
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 200-მდე მოსწავლე გაიტაცეს
ნიგერიაში, ზამფარას შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს